Unlimited Summit

unlimited summit

Unlimited Summit არის 360°-იანი კარიერული და ბიზნეს პლატფორმა, რომელიც პროფესიონალებს, ტალანტებს, დამსაქმებლებს, ბიზნესებსა და საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას ერთ სივრცეში აერთიანებს.

Unlimited Summit ქმნის გარემოს ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ახალი პროფესიული და ბიზნეს კავშირების დასამყარებლად და კარიერული თუ თანამშრომლობის შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

პლატფორმის მთავარი ფოკუსია თანამედროვე პროფესიულ გარემოში მიმდინარე ცვლილებები – როგორ იცვლება კარიერული განვითარების გზები, პროფესიონალებისა და დამსაქმებლების მოლოდინები, სამუშაო კულტურა და ტექნოლოგიების როლი.

Unlimited Summit პირველად 2026 წლის აპრილში გაიმართა და 500-მდე მონაწილესა და 50-ზე მეტ სპიკერს უმასპინძლა. 2026 წლის ოქტომბერში სამიტი მნიშვნელოვნად გაზრდილი ფორმატით ბრუნდება და 7,000-მდე მონაწილეს, 120 ქართველ და საერთაშორისო სპიკერსა და 80-მდე კომპანიას გააერთიანებს.

მიზანი 

ჩვენი მიზანია Unlimited Summit ჩამოყალიბდეს რეგიონულ პლატფორმად, რომელიც ადგილობრივ პროფესიულ და ბიზნეს ეკოსისტემას საერთაშორისო შესაძლებლობებთან დააკავშირებს.

Unlimited ქმნის კავშირებს ტალანტებს, პროფესიონალებს, დამსაქმებლებს, ბიზნესებს, ინვესტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის და ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას.

ამ ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია Global Bridge – მიმართულება, რომლის მიზანია ქართული ტალანტებისა და ბიზნესებისთვის საერთაშორისო ბაზრებთან, კომპანიებთან, ინვესტორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

Innovate Together
Connect Leaders
Innovate Together
Connect Leaders
Innovate Together
Connect Leaders
Innovate Together
Connect Leaders
Innovate Together
Connect Leaders

What Makes Us Different

Proven Event Expertise

Skilled team delivering impactful conferences through strategic planning execution

End To End Solutions

Comprehensive services covering concept logistics production execution and post event

Seamless Experience

Designed for clarity efficiency engagement from registration to sessions ensuring